პენიტენციალურ დაწესებულებებში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

პენიტენციურ დაწესებულებებში კანონმდებლობის გათვალისწინებით შექმნილია 9 საარჩევნო უბანი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბნებზე, ასევე, გადასატანი ყუთის მეშვეობით, ხმას აძლევენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან.

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და უბანზე არცერთი საჩივარი არ დაწერილა.

საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით,
უბანი 8 საათზე გაიხსნა და პირველი ამომრჩეველი 08:45 საათზე დაფიქსირდა. ამომრჩეველთა აქტივობა ნორმალურია, ჯერჯერობით დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

მსგავსი პოსტები

Back to top button