პენსიონერმა ძვირადღირებული და ექსტრემალური ნომერი შესარულა [Video]
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2016/10/manqana-1.jpg)
ლატვიის სოფელ შედერში მცხოვრებმა, ექსტრემალური და ძვირადღირებული ილეთი შეასრულა.
73 წლის პენსიონერი ავტომობილით ორმოში გადაეშვა , სადაც 12 000 ლიტრი „კოკა-კოლა“ ესხა.
როგორც პენსიონერის შვილიშვილმა განაცხადა, ბაბუამისმა You Tube-ზე რგოლი იხილა, სადაც მანქანა 6 000 ლიტრ გაზირებულ წყალში გარეცხეს და მოხუცმა ახალი რეკორდის დამყარება გადაწყვიტა.
პენსიონერმა, მეზობლების დახმარებით, სოფლის მახლობლად 5 კვ.მ. ორმო ამოთხარა, შიგ წყალგაუმტარი ჩააფინა, 12 000 ლიტრი „კოკა-კოლა“ ჩაასხა და 40 კილოგრამი სოდა ჩაყარა. პროცედურას 2 დღე დასჭირდა.
პენსიონერის თქმით, მან აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 8 000 ევრო დახარჯა, როცა მისი პენსია სულ 2 000 ევროს შეადგენს. მან განაცხადა, რომ დანარჩენი თანხა, ვითომ მედიკამენტების შესაძენად, შვილებს გამოართვა.
მოსამზადებელი პერიოდის დასრულებისთანავე მოხუცმა ექსტრემალური ილეთი შეასრულა – 1989 წელს გამოშვებული Audi-თ ორმოში გადაეშვა.
სააგენტო Delfi აღნიშნავს, რომ პენსიონერის ახირება მხოლოდ სახელის განთქმის სურვილით არ აიხსნება, მისი მიზანი ძველი მანქანის ჟანგისგან გასუფთავება იყო.