პენსიონერს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მცხოვრებ თემურ გელაშვილს, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს და ამ დრომდე ვერ ახერხებს ბანკიდან პენსიისა და სოციალური დახმარების გამოტანას.
როგორც გელაშვილმა რადიო „ჰერეთს“ განუცხადა, ამის მიზეზი გახდა ის, რომ მეზობელს ბანკიდან სესხის გამოტანის დროს თავდებში ჩაუდგა.
გელაშვილი ამბობს, რომ მისი მეზობელი ვალს აღარ იხდის და ის იძულებულია, პროკურატურას საქმის გამოძიების თხოვნით მიმართოს.
თემურ გელაშვილი_ხმა