პერის ჰილტონი ფუტურისტულ ფოტოსესიაში გაშიშვლდა [Photo/video]

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, ფოტომოდელი და დიზაინერი, პერის ჰილტონი ცნობილ პრიალა ჟურნალ Paper-ისთვის ფუტურისტულ ფოტოსესიაში გაშიშვლდა, – გვაცნობებს The Daily Mail.

34 წლის ჰილტონის ფოტოსესია, მისი ოდესღაც უახლოესი მეგობრის – კიმ კარდაშიანის ფოტოსესიას შეადარეს, რომელიც კიმმა აღნიშნული ჟურნალისთვის ადრე გადაიღო.

ყმაწვილქალობაში ქალიშვილები თითქმის განუყოფელნი იყვნენ და აშშ-ის ღამის პოპულარული კლუბების ვარსკვლავებად ითვლებოდნენ. მაგრამ 2007 წლიდან მათი ურთიერთობა შეწყდა და ერთმანეთს საერთოდ არ ეკონტაქტებიან.

ერთხელ ჰილტონმა ლას-ვეგასის რადიოსადგურის პირდაპირ ეთერში კარდაშიანს შეურაცხყოფაც მიაყენა.

“არ მსურს, რომ კარდაშიანისნაირი უკანალი მქონდეს, რომელიც ხაჭოთი დატენილ ნაგვის ტომარას მაგონებს”, – განაცხადა ჰილტონმა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”24474″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button