მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პესკოვის თქმით პუტინს უარი არ უთქვამს ზელინსკისთან შეხვედრაზე

ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„პრეზიდენტს არასოდეს უთქვამს უარი მსგავს შეხვედრაზე, მაგრამ ამისათვის უნდა მომზადდეს შესაბამისი პირობები, კერძოდ, დოკუმენტის ტექსტი“,-განაცხადა პესკოვმა.

ამასთან როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მათ ხელს არსებული მონაცემებით, 14 აპრილს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 12:30 საათზე, ორი სამხედრო ვერტმფრენი, რომელიც აღჭურვილი იყო მძიმე შეტევითი შეიარაღებით, უკანონოდ შეიჭრა რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში.

ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ და მოქმედებდნენ განზრახ. მათ მინიმუმ 6 საჰაერო დარტყმა განახორციელეს საცხოვრებელ სახლებზე ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლიმოვიზე.

საგამოძიებო კომიტეტის თანახმად დაშავდა შვიდი ადამიანი, შემთხვევას მსხვერპლი არ ყოფილა.

ასევე, უკრაინის მხრიდან ბელგოროდის ოლქის სოფლის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შესახებ იტყობინება რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი, თავისი ტელეგრამის არხით. მის თანახმად შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინის საზღვართან მდებარე ორი სოფლის მცხოვრებლები დროებით ევაკუირებული არიან.

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ცეცხლმოკიდებული ნაგებობა ჩანს, ხალხი კი ლაპარაკობს, რომ ეს სროლის შედეგია. უცნობია გადაღების დრო და ადგილი.

უკრაინულ მხარეს თავდასხმის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებამ 1 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევეზე პასუხისმგებელი რუსეთია და მასთან უკრაინას კავშირი არ აქვს.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თუ ასეთი ქმედებები გაგრძელდება, რუსეთს შეუძლია დაარტყას “გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს”, მათ შორის კიევში.

მსგავსი პოსტები

Back to top button