მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სიცოცხლემ ომზე უნდა გაიმარჯვოს-უკრაინის პრეზიდენტი

სიცოცხლემ ომზე უნდა გაიმარჯვოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, აღნიშნულ განცხადებასთან ერთად, ემოციური ფოტოები გამოაქვეყნა.

„სიცოცხლემ ომზე უნდა გაიმარჯვოს, ფასეულობებმა ომზე უნდა გაიმარჯვოს, ევროპამ ეს ომი უნდა მოიგოს და ჩვენ გავიმარჯვებთ“, – აცხადებს ზელენსკი.

გარდა ამისა კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ძმამ, ვლადიმირ კლიჩკომ BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქი ნელ-ნელა ცხოვრებას უბრუნდება.

ყოფილი მოკრივე აღნიშნავს, რომ საავტომობილო გზებზე საცობები იზრდება, ქუჩებში მეტი ხალხია და საჰაერო შეტევის სირენები ნაკლებად ისმის.

ამასთან, ის განმარტავს, რომ მოსახლეობის დაბრუნების ტემპი უნდა შენელდეს, რადგან „თუ ყველა ერთდროულად დაბრუნდება, ეს გარკვეულ გართულებებს გამოიწვევს”.

კლიჩკოს თქმით, კიევში დაზიანებული ინფრასტრუქტურის, საკვებისა და წყლის მიწოდების პრობლემების გამო ვითარება რთულია. მისივე განცხადებით, რუსეთის ჯარის შეჭრის თავიდან ასაცილებლად გზები კვლავ გადაკეტილია.

ვლადიმირ კლიჩკომ ასევე აღნიშნა, რომ კიევში რაკეტების ჩამოვარდნის საფრთხე კვლავ არსებობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button