რეგიონისაქართველოსიახლეები

პეტიცია, ეკლესიისთვის ტყის მასივის დაკანონების წინააღმდეგ

„საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის წინააღმდეგ“ – ასე ჰქვია პეტიციას, რომლითაც მოქალაქეები პარლამენტს მოუწოდებენ, კანონპროექტს ეკლესიისთვის ტყის გადაცემის შესახებ, მხარი არ დაუჭიროს.

საუბარია კანონპროექტზე, რომლითაც „ტყის კოდექსში“ ცვლილებები შევა. ამ ცვლილებების თანახმად, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტმა არ დაუჭიროს მხარი ცვლილებების შეტანას ტყის კოდექსში, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.

“ეს არღვევს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას და ქმნის სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას“. – ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ხელს ამ დროისთვის,[15:53] 2 548 ადამიანი აწერს ხელს.

მსგავსი პოსტები

Back to top button