საქართველოსიახლეები

პირველობა “გოიმობაში”

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ბოკერია არის „ნომერ პირველი გოიმი” და აღნიშნა, რომ თუ ხარ გოიმი, უნდა იყო ნომერ პირველი გოიმი.

„გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში, რაშიც არის, უნდა იყოს პირველი. თუ გოიმი ხარ, უნდა იყო ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო. დიდი მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის.

“მე ასე არ ვაფასებ ჩემ თავს, მაგრამ რადგან მე ნომერ პირველ გოიმად ჩამთვალა, მადლობა ამ კომპლიმენტისთვის. არ ვიცი, რატომ იყენებს ამ ტერმინოლოგიას, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ რაც ხარ, იმაში უნდა ეცადო პირველობას. თუ ხარ გოიმი, უნდა იყო ნომერ პირველი გოიმი“. – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგა ბოკერიას ნომერ პირველი გოიმი უწოდა.

„გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი. ძალიან მარტივად არის ყველაფერი. გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერია გოიმობა და ამ გოიმობის გამო, ისინი მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან. გოიმობა რა არის, – ყველამ კარგად იცის. საზოგადოებამ იცის, რას ნიშნავს გოიმური ქცევა და საუბარი და ეს ყველაფერი ვნახეთ ჩვენ მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ოფისში”. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button