მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტები გამოკითხვაზე დაიბარეს
ფარული ჩანაწერების მედიაში გავრცელებასთან დაკავშირებით პროკურატურაში ჟურნალისტების გამოკითხვები დღესაც გრძელდება. გამოკითხვაზე ამჯერად „ფორმულას“ჟურნალისტები : ქეთი ნადიბაიძე, მარტა ქურასბედიანი და ამავე არხის წამყვანი მიშა მშვილდაძე დაიბარეს.
„დაბარებული ვარ ამ მასალებთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით ასე განმიმარტეს დეტალებზე არ ულაპარაკიათ, სავარაუდოდ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბოლო 3 დღეა რაც ეს მასალები გასაჯაროვდა და ვაშუქებ ამ თემას და ვეცნობი ამ მასალებს, ვფილტრავთ და ვაწვდით საზოგადოებას, სავარაუდოდ ამას უკავშირდება ჩემი დაბარება, სატელეფონო კომუნიკაციის დროსაც დააზუსტეს, მე ვაშუქებდი თუ არა ამ თემას “ფორმულადან”, – ამბობს ქეთი ნადიბაიძე.
ჟურნალისტების ინტერესებს ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) იცავს.