მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ფარულ ჩანაწერებზე პასუხისმგებლობის სწორი ფორმა ვადამდელი არჩევნებია-სერგი კაპანაძე

“TV პირველის” პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სდსს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძე სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას ათანხმებენ, ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ეხმაურება, როგორც კაპანაძე  სოციალურ ქსელში წერს, შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობის ერთადერთი სწორი ფორმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

“პასუხისმგებლობის ერთადერთი სწორი ფორმა ამ სიტუაციაში არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ელემენტარულია. მხოლოდ სრულიად გაკოტრებულ და ხალხის მოშიშარ ხელისუფლებას შეუძლია ამ სიტუაციაში ვერ დაინახოს რომ არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია და მისი ნებისმიერი ნაბიჯი მხოლოდ აღრმავებს კრიზისს”, – წერს კაპანაძე

მსგავსი პოსტები

Back to top button