მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

საპროტესტო აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან

პრემიერმინისტრის გადადგომა და რიგგარეშე არჩევნები, ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშილის სახლთან აქციას მართავენ.

ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, პოლიციელები აქციის მონაწილეებს ივანიშვილის რეზიდენციის შესასვლელთან მისვლის საშუალებასაც არ აძლევენ.

მოქალაქეების მსვლელობა რეზიდენციისკენ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 6 მარტს, თV პირველის ეთერში ფარული აუდიო ჩანაწერები გავრცელდა. ჩანაწერებში სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სდსს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძე სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას ათანხმებენ.

„ქართულ ოცნებაში“ამბობენ რომ ჩანაწერი ახალი არაა და ის 2010-2911 წლებშია გაკეთებული.

ფარული ჩანაწერების გავრცეკების შემდეგ სპეცილაური განცხადბები გაავრცელეს სახალო დამცვლემა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
არასამთავრობო “ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსის” თავმჯდომარე ეკატერინე ციმაკურიძე, შესაბამის სრტუქტურებს გამოძიების სასწრაფოდ დაწყებისკენ მოუწოდებს

ორგანიზაცია განმეორებით მოუწოდებს პარლამენტს:

– ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართულობით, მოწმეთა დაცვისა და მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, მხილებისა და მამხილებლის დაცვის ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შესამუშავებლად, დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი. – ნათქვამია “დემოკრატიის ინდექსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, “TV პირველის”, “ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში”, გავიდა სატელეფონო ჩანაწერები,სადაც სავარაუდოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟი ბერა ივანიშვილი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეზე ძალადობას გეგმავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button