“ფარულ ჩანაწერში მამალაძის გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანი ფიგურირებს” [აუდიო]

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმის ირმა ჭკადუას განცხადებით, ფარულ ჩანაწერში, რომელიც პროკურატურას აქვს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის გარდა კიდევ რამდენიმე პირი მონაწილეობს,თუმცა არიან თუ არა ისინი სასულიერო პირები, ამზე საუბრისგან ადვოკატი თავს იკავებს.

ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს.

მამალაძე ამბობს, რომ მასალებში საუბარია პატრიარქის ან მისი გარემოცვის წევრის მკვლელობაზე. ხოლო, კონკრეტულად ვის ეხებოდა ეს გეგმა, მამალაძის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მისივე ცნობით, მას ციანიდის შოვნა მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი გერმანიაში მიემგზავრებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button