ფარული კადრები – ჟურნალისტები გამოკითხვაზე დაიბარეს [Audio]
ჟურნალისტებს ლაშა ბერულავას და მაკა რაზმაძეს დღეს პროკურატურაში ელოდებიან. მიზეზი მიმდინარე წლის მარტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს.
ერთ-ერთმა facebook მომხმარებელმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა ჟურნალისტებს facebook-ის კედელზე აუტვირთა, რის შემდეგაც მათ საგამოძიებო უწყებებს თავად მიმართეს.
ლაშა ბერულავა და მაკა რაზმაძე არ გამორიცხავენ უახლოეს პერიოდში ჩვენების მიცემა სასამართლო პროცესებზეც მოუწიოთ.
მოუსმინეთ ლაშა ბერულავას და მაკა რაზმაძის ხმას ►