ფარული მოსმენები – ბრძოლა გასაღებისათვის [Audio]
ფარული მოსმენების ახალ კანონთან დაკავშირებით შეხვედრები იმართება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა უკვე დასრულდა. მოძრაობა ეს შენ გეხებას წარმომადგენლებმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს კანონპროექტზე საკუთარი შენიშვნები წარუდგინეს. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების წარმომადგენლებიც. ადმინისტრაცია საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს და აღნიშნულ კანონპროექტზე სამოქალაქო სექტორთან ერთად, მოლაპარაკების გამართვისკენ მოუწოდებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების თქმით, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში არის რამდენიმე საკითხი, რომელთა მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს იქნება ფარული მიყურადების რუსული ვერსიის მხარდაჭერა.
ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნებს.
კახი ყურაშვილის, გიორგი გოცირიძის და გიორგი ბურჯანაძის ხმა ►
ამ თემაზე კომენატრი გააკეთა სახალსო დამცველმა უჩა ნანუაშვილლმაც ►
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საუბარი, უნდა ველოდოთ თუ არა პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ნაადრევია. ანა დოლიძის თქმით, არის რამდენიმე საკითხი, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას. მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით საკანონმდებლო მუშაობაში ჩართვას გეგმავენ.
მოუსმიენთ ანა დოლიძის ხმა ►
ფარული მოსმენების შესახებ ახალ კანონპროექტს პარლამენტი 10 თებერვლიდან განიხილავს. უმრავლესობის განცხადებით უკვე არსებული შენიშვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ 2 გასაღების ნაცვლად, ფარულ ჩანაწერებს 3 გასაღები ექნება. ის განმარტავს, რომ სააგენტო, რომელსაც მოსმენების გასაღები ექნება, სსიპ-ის სახით ჩამოყალიბდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, მაგრამ ამ ორგანოს საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება და ის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს მხოლოდ მოსამართლის დავალებით განახორციელებს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონზე კონსულტაციებისთვის მზად არიან, რათა საბოლოო ჯამში, რაციონალური ვარიანტი მიიღონ. ხელისუფლების მიერ შემთავაზებული პაკეტი პარლამენტის ოპოზიცური პარტიებისთვის მიუღებელია.
მოუსმიენთ გიორგი ლილუაშვილის, ეკა ბესელიას და ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა ►
გამოყენებულია რადიო “თავისუფლების” ფოტო