ფეკალური მასები ღია სარწყავ არხში [Photo]
რადიო “ჰერეთს” ადგილობრივებმა ფოტომასალა მიაწოდეს, სადაც ჩანს, რომ ლაგოდეხის საკანალიზაციო სისტემიდან გარკვეულ ტერიტორიებზე ფეკალური მასები ღიად იღვრება.
ფოტომასალა, რომელსაც რადიო “ჰერეთი” ვებ-გვერდზე [HERETIFM.COM] გთავაზობთ, ლაგოდეხის გარეუბანში, მანქანათმშენებლობის ყოფილი საწარმოს, ე.წ “ივანოვის” ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული.
დაზიანებული მილიდან ფეკალური მასები ზედაპირზე ამოდის, ზოგან კი სარწყავ არხებში ჩაედინება.
ამ არხიდან კი მოსახლეობა ბოსტნებს და დიდ ნაკვეთებს რწყავს. პრობლემის მოგვარებას ადგილობრივებიც ითხოვენ; ისინი ვინც მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებს ფლობენ.
რადიო “ჰერეთი”ამ თემაზე ვრცელ მასალას მოამზადებს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”12043″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]