მნიშვნელოვანისიახლეები

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. პროცესზე დღეს ადვოკატები ბრალდებულებს დაკითხავენ.

ერთ-ერთმა დაკავებულმა, აკო ჭელიძემ დანაშაული აღიარა, თუმცა ჯგუფურად მოქმედება და მკვლელობის დაკვეთა უარყო.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს, ის ერთადერთ დანაშაულად იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

მოკლულის ოჯახი და მისი დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ გაიზარდოს შესაძლო დამნაშავეთა წრე. ისინი კვლავ შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შემსრულებლების უკან სხვა პირები დგანან და ამის დადგენას გამოძიებისგან ითხოვენ.

ამასთან, ნიკო კვარაცხელიას დედის ინფორმაციით, ერთ-ერთ ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს აღიარებული აქვს ბრალი და დასახელებული ჰყავს დამკვეთებიც. მისივე თქმით, ოჯახს აქვს ინფორმაცია, რომ დანაშაული ჩადენილია დიდი ჯგუფის მიერ, რომელიც კავილაძის აღიარებითი ჩვენებიდან იციან.

შეგახსენებთ მკვლელობა თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ მოხდა.

აკო ჭელიძის ადვოკატის ონისე მარგიანის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button