ფილადელფიაში პაპის პატივსაცემად „ნაკურთხი წყალი“ მოხარშეს
ფილადელფიაში, წმინდა კარლ ბორომეოს სახელობის სემინარიამ, რომელსაც რომის პაპი ფრანცისკე სტუმრობდა, ადგილობრივ ლუდსახარშ კომპანიას -Philadelphia Brewing Company, პონტიფიკოსის პატივსაცემად საგანგებოდ გამოშვებული, ძლიერ ალკოჰოლური ლუდი დაუკვეთა, – იუწყება 680 News.
ლუდში, სახელწოდებით Holy Wooder, ალკოჰოლის შემცველობა 9,75% შეადგენს. „Wooder“ ადგილობრივ დიალექტზე წყალს (water) ნიშნავს, ამრიგად, სახელწოდება ითარგმნება, როგორც „წმინდა წყალი“.
„ნაკურთხი წყლის“ რეკლამაში ნათქვამია, რომ იგი „სულს წმენდს და ჭეშმარიტების გზაზე აყენებს“.
ადგილობრივი ეპარქიის წარმომადგენლის – კევინ გევინის თქმით, პონტიფიკოსის ვიზიტთან დაკავშირებით საგანგებოდ მოხარშული ჩამოსასხმელი ლუდი, სემინარიის სტუდენტებს ამაღლებულ ხასიათზე დააყენებს.
შეგახსენებთ, ამჟამად, რომის პაპი ფრანცისკე აშშ-ს სტუმრობს.