მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ფინანსთა მინისტრის მოადგილე საფრთხეს ვერ ხედავს იმ ფაქტში რომ საქართველოში რუსების უმრავლესობა ბინას ყიდულობს

რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წლის იანვრიდან ნოემბრამდე საქართველოში 5 700-ზე მეტი ბინა იყიდეს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვერც პრობლემას და ვერც საფრთხეს ხედავს იმ ფაქტში, რომ საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი რუსი ყიდულობს ბინას:

“ის, რომ უცხოელმა ბინა იყიდოს საქართველოში ეს იქნება რუსი, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ამაში საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ. და ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამ საფრთხეზე ლაპარაკობენ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც მიწის გაყიდვაზე იყო, მაშინ აბსოლუტურად სხვა მოსაზრება ჰქონდათ და რატომღაც დღეს, ვინმეს მიერ, მათ შორის ოკუპანტებზეც არ ჰქონდათ გავლენა, რომ მიწა ეყიდათ. მიწას ვერავინ ვერ ყიდულობს დღეს, ეს არის უკვე საცხოვრებელი ბინის ყიდვა და ეს საფრთხეს ქვეყანას ვერც ეკონომიკურად და ვერც რაიმე სხვა თვალსაზრისით ვერ […]” ამბობს გიორგი კაკაურიძე.

კედელზე ნახატებს დასდევდნენ და ამბობდნენ, რომ ეს არის ნიშნები, სადაც ბომბები უნდა ჩამოვარდეს, შემდეგ აღმოჩნდა, რომ კატა იყო დახატული. ამ დონის ოპოზიცია გვყავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მოქალაქეების მიერ ბინების შეძენაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია, მათი აქტივისტი და რამდენიმე „ენჯეო“დღემდე ჩართულია ქსენოფობიური კამპანიის წამოწყებაში.

„გახსოვთ, კედელზე ნახატებს დასდევდნენ და ამბობდნენ, რომ ეს არის ნიშნები, სადაც ბომბები უნდა ჩამოვარდეს, შემდეგ აღმოჩნდა, რომ კატა იყო დახატული. ამ დონის ოპოზიცია გვყავს, კატის ნახატი ჰგონიათ ნიშანი იმისთვის, რომ ბომბი დაეცეს ამა თუ იმ ადგილს. ეს იმ პოლიტიკის და პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც ზოგიერთი ჯგუფის დაკვეთით აწარმოებს.

რაც შეეხება, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნას, წელიწადი და ნახევარი გავიდა, არცერთი ექსცესი არ ყოფილა, მათ შორის რუსეთსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის. ეს აჩვენებს, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია, ან საქართველოსთან აქვთ კავშირი, გამოექცნენ იმ ომს, რომელიც რუსეთმა დაიწყო. საზღვარზე კონტროლი სათანადოა უსაფრთხოების სამსახური მიერ. არცერთი ისეთი შემოსვლა არ ყოფილა, რამაც საფრთხე შეუქმნა უსაფრთხოების გარემოს. ზოგადი კონტროლი ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობას შიგნით უმაღლეს დონეზეა. არცერთი ინციდენტი არ ყოფილა, სადაც რუსეთის მოქალაქეები იქნებოდნენ ჩართულები. სამწუხაროდ, პირიქით ხდებოდა, ოპოზიცია და მისი აქტივისტი, რამდენიმე „ენჯეო“დღემდე ჩართულია ქსენოფობიური კამპანიის წამოწყებაში, რათა გააჩინონ სიძულვილი ადამიანების მიმართ მათი ეთნიკურობიდან გამომდინარე. ვხედავთ, რომ ქსენოფობიური კამპანიების წამოწყების სურვილია. საზოგადოება არცერთ პროვოკაციულ კამპანიას არ აჰყვა“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.

რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 5 784 ბინა შეიძინეს – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ დეპუტატ თინა ბოკუჩავასთვის გაცემული პასუხიდან ირკვევა.​

იუსტიციის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-ნოემბრის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებმა უფრო მეტი ქონება შეიძინეს, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში. გასულ წელს რუსებმა საქართველოში 5 424 ბინა იყიდეს.

როგორც BM.GE წერს, გაზრდილია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საქართველოში მიწის ნაკვეთების ყიდვის სტატისტიკაც. 2022 წლის განმავლობაში მათ 1 625 ნაკვეთი შეიძინეს, წელს კი 1 872.

მსგავსი პოსტები

Back to top button