მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ 200 სამიზნე დაბომბეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გუშინ ღამით ღაზაში 200 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, განადგურებულია ჰამასის ინფრასტრუქტურა. მათი თქმით, მიმდინარეობს ტერორისტებთან პირისპირ შეტაკებები. დაჯგუფების მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის ლიკვიდაცია ღაზის მთელ სექტორში მიმდინარეობს.

IDF-ის განცხადებით, მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ ადგილების აღმოჩენაა, სადაც ჰამასის ტერორისტებს მძევლები ჰყავთ დატყვევებული.
პარალელურად, ისრაელის სახმელეთო ოპერაცია გრძელდება არაბულ ანკლავში. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ნეგევის ბრიგადამ „ჰამასის“ ინფრასტრუქტურა გაანადგურა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ბეიტ ჰანუნის სკოლაში, რომელიც დაჯგუფების წევრებმა ჯარებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. სასკოლო კომპლექსის შიგნით ისრაელის ჯარისკაცებმა იპოვეს გვირაბის ორი შესასვლელი, მათ შორის ერთი აფეთქებული და, ასევე, იარაღი.

საჰაერო თავდასხმები განხორციელდა მანქანების წინააღმდეგ, რომლებსაც რაკეტები და ნაღმმტყორცნები გადაჰქონდათ „ჰამასის“ წევრებისთვის, ასევე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვების პოზიციებზე, „ჰამასის ოპერატორთა ჯგუფსა“ და ახლომდებარე იარაღის საცავზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ჰერზი ჰალევი აცხადებს, რომ გასული დღეების განმავლობაში, ისრაელის არმიამ ჰამასის ბრიგადების მეთაურები გაანადგურა.

“გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ გავანადგურეთ ჰამასის ბრიგადების მეთაურები და დავიწყეთ იგივე პროცესი სამხრეთ ღაზის სექტორში. ოპერაცია ჩატარდება იგივე ძალით და მოჰყვება არანაკლები შედეგები. ჰამასის მეთაურები ისრაელის არმიის მტკიცე მოქმედებას ყველგან ნახავენ”, – ამბობს ჰალევი.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციას აფართოებენ.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button