ფინანსური პრობლემები “რუსთავი 2-ში” – ნიკა გვარამია ყადაღის მოხსნას ითხოვს
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც ტელეკომპანიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა.
მან განაცხადა რომ უზენაესმა სასამართლომ ვერ გამონახა დრო ემსჯელა რუსთავი 2-თვის ყადაღის მოხსნის საკითხზე სასამართლო პროცესის დასრულებამდე.
„მთელი წელიწადზე მეტი გავიდა რაც რუსთავი 2-ის და TV საქართველოს მთელ ქონებას ადევს ყადაღა, შესაბამისად ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას მივმართოთ ბანკებს ოვერდრაფტისთვის ან სესხისთვის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არცერთი დღით არ დაგვიგვიანებია ხელფასის გაცემა, სამწუხაროდ ვაგვიანებთ ვალდებულების გაცემას კრედიტორების წინაშე, სამწუხაროდ უკვე ვაგვიანებთ საგადასახადო ვალდებულების აღსრულებას. უკვე ერთი თვეა ხაზინაში ვერ მოვახერხეთ ვალდებულების ჩარიცხვა.
ამ სიტუაციაში მათ შორის სახელმწიფოს წინაშე ჩვენი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის მთლიანად გამოწვეული უკანონო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია ამგვარი გადაწყვეტილებით, იმ ბრძოლის ბრალია, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ აწარმოებს ქართულის ახელმწიფო და რაშიც ჩართულია სასამართლო სისტემა,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.