კულტურამოზაიკა

ელენ დეჯენერესი მამინაცვალმა სექსუალურად შეავიწროვა

ამერიკელი ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი ამბობს, რომ ბავშვობაში მამინაცვალმა სექსუალურად შეავიწროვა. ამის შესახებ BBC წერს.

მისი თქმით, ეს მაშინ მოხდა როდესაც 15-16 წლის იყო და დედამისს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. თავდაპირველად ტელეტამყვანმა სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ 2015 წელს ილაპარაკა. თუმცა, მაშინ მომხდარის დეტალები არ დაუსახელებია.

61 წლის დეჯენერესი იხსენებს, რომ მომხდარის შესახებ დედისთვის მაშინ არაფერი მოუყოლია. თუმცა, ამბობს, რომ როდესაც მშობელს სიმართლე გაუმხილა მან არ დაუჯერა და ქმართან ცხოვრება კიდევ 18 წლის განმავლობაში განაგრძო.

მსგავსი პოსტები

Back to top button