მნიშვნელოვანირეგიონი

“ფიროსმანია სიღნაღში”-წელს პირველად გაიმართა

“ფიროსმანია სიღნაღში”-ასეთი სახელწოდების ფესტივალი სიღნაღში წელს პირველად გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში, სიღნაღის ცენტრში, მოქანდაკე გიორგი წულაძის მიერ შექმნილი ნიკო ფიროსმანის მონუმენტი გაიხსნა.

ღია ცის ქვეშ თანამედროვე ავტორთა ნამუშევრების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ფიროსმანის ნახატები ადგილზე დაეთვალიერებინათ.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სიღნაღის მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მორწნდუმის მიზანი თემატური და კულტურული მარშრუტის დაფუძნებაა, რომელიც ფიროსმანის შემოქმედებასა და მის ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს მოიცავს.

ფესტივალის ორგანიზატორები საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და სიღნაღის მერია არიან.

ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ფესტივალი, ყოველწლიური გახდება.

ხვალიდან, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, ღვინის დღეებიც დაიწყება, რომელიც 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება და გურჯაანში, მასშტაბური ღონისძიებებით დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button