მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტი პრეზიდენტი უკრაინის კონტრშეტევის გამო ომს ვერ აჩერებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია შეაჩეროს საომარი მოქმედებები, თუკი უკრაინა კონტრშეტევას ახორციელებს.

ამის შესახებ TASS იუწყება.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებსაც მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლობა სურთ, კითხვას სვამენ რუსეთის მზადყოფნის შესახებ შეაჩეროს საომარი მოქმედებები.
მისივე თქმით, სამშვიდობო პროცესის დასაწყებად, უკრაინის ხელმძღვანელობამ უნდა გააუქმოს მოლაპარაკებების საკანონმდებლო აკრძალვა და „მაშინ ვნახოთ“. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების სამართლიანი პირობა უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება.

„მაგრამ როგორ შეგვიძლია შევაჩეროთ საომარი მოქმედებები, თუ მეორე მხარე იწყებს კონტრშეტევას? რა უნდა გავაკეთოთ? ისინი კონტრშეტევას განახორციელებენ და ჩვენ ვიტყვით: „ჩვენ გავჩერდებით“ რაც შეეხება მოლაპარაკების პროცესს, თუ შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებისთვის, მაშინ გააუქმოს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც [რუსეთთან] მოლაპარაკებებს კრძალავს”, – რუსეთის პრეზიდენტი.

10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ ქვეყანაში თავდაცვითი და კონტრშეტევითი მოქმედებები მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაცია უკრაინაში მიმდინარე ომს დღემდე “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button