ფიცის დადების შემდეგ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მესამე ვადით შეუდგა პრეზიდენტობას
რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, რომელიც თურქეთს უკვე ხანგრძლივად მართავს, 3 ივნისს საპრეზიდენტო ფიცი დადო და მესამე ვადით შეუდგა პრეზიდენტობას. მანამდე ის სამჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
„მე, როგორც პრეზიდენტი, ვფიცავ ჩემს ღირსებასა და პატიოსნებას დიდი თურქი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ დავიცავ სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში, პარლამენტში გამართულ ცერემონიაზე.
ერდოღანმა ფიცის დადებამდე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მანდატი მიიღო.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფიცის დადების ცერემონიას 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ანკარაში 21 ქვეყნის მეთაური, 13 ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ნატო-ს, „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ და „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წარმომადგენლები იმყოფებიან.
ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 52.18 პროცენტით გაიმარჯვა.
69 წლის ერდოანმა გასულ კვირაში გაიმარჯვა არჩევნების მეორე ტურში, ხუთი წლის ვადით.
საპრეზიდენტო ფიცი მან დადო პარლამენტის სხდომაზე, ინაუგურაციის ცერემონიის წინ, რომელსაც ათობით უცხოელი სტუმარი დაესწრება.
ფიცის დადების შემდეგ ერდოღანის პრეზიდენტობის ხუთწლიანი ვადის ათვლა დაიწყო. მისი მმართველობა მესამე ათწლეულში გაგრძელდა.
თურქეთის ლიდერი ახალი კაბინეტის შემადგენლობას 3 ივნისს, მოგვიანებით გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტი 28 მაისს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგად ხელახლა აირჩიეს.