კრიმინალი

ფოთის გეზში 78,677 ლარის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში “ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, მეორადი მოხმარების ლითონის ჯართი გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის ღირებულება 78,677 ლარი იყო.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button