იაპონიის სანაპიროსთან ტანკერი იძირება

იაპონიის პრეფექტურა იამაგუტის პორტში ტანკერი “Awamaru” იძირება, რომელსაც ნატრიუმის ჰიდროქსიდი გადააქვს. ინფორმაციას ტელეარხი NHK ავრცელებს.

ტანკერი, რომლის სიგრძე 50 მეტრს შეადგენს, 400 ტონა ნატრიუმის ჰიდროქსიდითაა დატვირთული. ეკიპაჟის 4-მა წევრმა გადარჩენა შეძლო და ახლა უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.

როგორც ცნობილია, ნატრიუმის ჰიდროქსიდი წყალთან შეხებისას ძლიერ ქიმიურ რეაქციას იწვევს და დიდძალ სითბოს გამოყოფს, ხოლო ადამიანის სხეულთან შეხებისას დამწვრობასა და სიბრმავეს იწვევს. იაპონიაში მოქმედი კანონის თანახმად, ამ ქიმიკატის კონცენტრაცია გამოყენებისას 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ტანკერის ბორტზე არსებული ნატრიუმის ჰიდროქსიდის კონცენტრაცია ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button