რეგიონი

ფოთში დევნილები აქციას მართავენ

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების მიერ პროტესტის მიზნით გადაკეტილი გაფორმების ეკონომიკური ზონისკენ მიმავალი საავტომობილო გზა პოლიციამ გახსნა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც, მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.

ისინი წლებია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და ხელისუფლებისგან საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას ითხოვენ.

,,არც გავუფრთხილებილვართ, მოვიდნენ და გვითხრეს გადადით, თუ არ გადახვალთ , ძალის გამოყენებით გაგიყვანთო. 70- მდე პოლიციელი არის და მოგვერიეს. ჩინ-მედლები უნდა დავურიგო ყველას. ვზივარ, ვაცხადებ პროტესტს, მინდა რომ აქედან გაგვასახლონ , იმიტომ რომ ვიწამლებით . მინდა რაღაცას მივაღწიო , გვინდა ჩვენი შვილების მომავალი იყოს ჯანმრთელი . ბოლომდე ვიბრძოლებ. როცა წავლენ სამართალდამცავები , ისევ გამოვალთ და პროტესტს გავაგრძელებთ. რამდენჯერ დაუძახებენ სამხარეო პოლიციიდან იმდენჯერ მობრძანდნენ. ჩვენ ხომ გვეთამაშებიან ანალოგიურ პასუხს გავცემთ ,“- განაცხდა აქციის მონაწილე რამაზ კუბეციამ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე კოპაქტურად ჩასახლებული დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button