მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ფოთში მეტალურგიულ ქარხანაში დაშავებული მუშის მდგომარეობა მძიმეა

ფოთში, 10 აპრილს ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს დაზიანებული ორი მუშიდან, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულები სასწარაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ჯერ სენაკის კლინიკა ,,არქიმედეში”, მოგვიანებით კი ქუთაისის კლინიკა ,,უნიქალ მედიში” გადაიყვანა.

,,ერთ- ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია და ის კლინიკიდან სავარაუდოდ, დღეს გაეწერება.”- განაცხადა კლინიკა ,,უნიქალ მედის” გენერალურმა დირექტორმა შოთა მარუაშვილმა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button