თუშეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

“ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის აღდგა”, – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი თქმით, “აღნიშნული გზა ჩამოტანილი მიწა–კლდის ზვავებისაგან გაწმენდილია”.

კახეთის რეგიონში, 20 აგვისტოს, ღამის საათებში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button