რეგიონი

ფრაქცია ენმ ზუგდიდში მხარს ნიკა მელიას უჭერს

ფრაქცია ენმ ზუგდიდში მხარს ნიკა მელიას უჭერს.

ამის შესახებ ფრაქციის დეპუტატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი განმარტებით, არ არის სასიამოვნო ის პროცესები, რაც ახლა პარტიაში მიმდინარეობს, თუმცა არსებული რეალობის ფარგლებში მათ აუცილებლად უნდა დააფიქსირონ მათი პოზიცია. ფრაქციაში ამბობენ, რომ ახლა პრიორიტეტულად მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნება და დასავლური გზა რჩება.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, თითქოს მელია რეკავს რეგიონებში: -მელიას არ სცალია ასეთი საკითხებისთვის,ამბობენ ენმ-ში.

ხოლო ვანო მერაბიშვილს მათთან არანაირი კავშირი არ აქვს.

“სხვა კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში არ ვაპირებთ დავიშალოთ, თუ კანონმდებლობით რამე არ შეიცვალა.”,-თქვეს მათ ბრიფინგზე

მსგავსი პოსტები

Back to top button