მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ომი ჩიხშია

გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებით დასრულდება და არა ბრძოლის ველზე

უკრაინაში, ბოლო დღეების განმავლობაში უმძიმესი ბრძოლები სამ სექტორში მიმდინარეობდა. ჩრდილო-აღმოსავლეთით, კრემინასთან ახლოს, უკრაინას, სავარაუდოდ, მცირე მიღწევები ჰქონდა და წარმატებით დაიცვა თავი რუსული კონტრშეტევისგან, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე შეფასებით, რუსეთისა და ვაგნერის მარიონეტული ძალები გაერთიანდნენ ქალაქ სოლედარში მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ქალაქი აიღეს.

„სამხრეთით, ზაპოროჟიეს ოლქში, ორივე მხარეს მნიშვნელოვანი ძალები აქვს კონცენტრირებული, რომლებიც ერთმანეთს საარტილერიო დარტყმებს აყენებენ და შეტაკებებს ახორციელებენ, მაგრამ თავს არიდებენ ფართომასშტაბიანი შეტევის მცდელობებს“, – აცხადებენ უწყებაში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ზოგადად, „კონფლიქტი ჩიხურ მდგომარეობაშია. თუმცა, ბახმუტთან რუსეთის ლოკალური წინსვლის რეალური შესაძლებლობა არსებობს“.

ამასთან აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებით დასრულდება და არა ბრძოლის ველზე.

“სამხედრო თვალსაზრისით, მე მაინც ვამტკიცებ, რომ წელს ძალიან რთული იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრიდან რუსული ძალების სამხედრო გზით განდევნა”,-განაცხადა მარკ მილიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button