Pink Floyd-ი ოფიციალურად დაიშალა

მას შემდეგ, რაც როჯერ უოტერსმა ჯგუფი დატოვა, Pink Floyd-ი საბოლოოდ დაიშალა, – განაცხადა დევიდ გილმორმა.

„ჯგუფის ისტორია დასრულდა. ვერ ვიტყვი, რომ ამ გადაწყვეტილებამ ვინმე გააოცა. ყველამ ვიცოდით, რომ გასულ წელს გამოცემული ალბომი – The Endless River, უკანასკნელი იყო“, – განუცხადა დევიდ გილმორმა Сlassic Rock magazine-ს.

პინკ ფლოიდი (ინგლ. Pink Floyd) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელმაც მსოფლიო წარმატებას ფსიქოდელიურ და პროგრესულ მუსიკაში მიაღწია. მათი ნამუშევრები გამორჩეულია ფილოსოფიური ლირიკით, ბგერითი ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური ყდებითა და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით, სადაც თვითონ შემსრულებლები, ძირითადად, მეორეხარისხოვანნი იყვნენ.

“პინკ კფლოიდი” მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფია. მას მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვს 200 მილიონზე მეტი ალბომი, აქედან 74.5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში. 1996 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button