ტეხასში რამდენიმე აფეთქება მოხდა [Video/Photo]
შტატ ტეხასის ქალაქ კონროს ქიმიური საწარმოს ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა.
მეხანძრეებმა და ექიმებმა განაცხადეს, რომ ადამიანები არ დაშავებულან, ვინაიდან, ინციდენტის დროს, საწარმოში არავინ იყო. შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით დაუგდენელია.
ადგიობრივი ტელეარხი KHOU 11 იუწყება, რომ პირველი აფეთქება 16:40 საათზე მოხდა და მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება 2 საათში შეძლეს.
ხელისუფლებამ, მოსახლეობას, SMS-შეტყობინების საშუალებით, ტერიტორიასთან მიახლოება აუკრძალა და სახლებში კონდიციონერების გათიშვა სთხოვა.
ქალაქი კონრო ჰიუსტონიდან 40 კილომეტრშია განლაგებული. ქარხანა, რომლის ტერიტორიაზე საგანგებო ვითარება შეიქმნა, ნავთობმრეწველობისთვის ქიმიურ ნივთიერებებს აწარმოებს.