საქართველოსიახლეები

პირბადის გამოუყენებლობისთვის, 50-ლარიანი ჯარიმა შემცირდება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, მმართველ გუნდში მსჯელობის შემდეგ, პირბადის გამოუყენებლობისთვის ჯარიმის შემცირებაზე შეთანხმდნენ.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განმარტა, 50-ლარიანი ჯარიმა, შესაძლოა, მძიმე ტვირთი ყოფილიყო მოქალაქეებისთვის, ამიტომაც კანონპროექტში ცვლილებები შევა და პირბადის გამოუყენებლობისთვის პირი 20, 25 ან 30 ლარით დაჯარიმდება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, გარკვეულ ადგილებში პირბადის გამოუყენებლობის გამო პირი ჯარიმას გადაიხდის. კანონპროექტი კვირის ბოლომდე დამტკიცდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button