პირველი ნაბიჯი უიმბლდონისკენ. გორგოძემ პირველი მატჩი მოიგო
2021 წლის უიმბლდონის ძირითად ბადეში მოსახვედრად 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ პირველი ნაბიჯი გადადგა.
საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე გორგოძე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს ევა შოუს შეხვდა. მატჩი მთლიანად 58 წუთი გაგრძელდა და 2 სეტში 6:2 6:2 ქართველის გამარჯვებით დასრულდა.
მეორე წრეში გორგოძე გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეს შეეჭიდება.ამერიკელი კრისტი ანი უიმბლდონის კვალიფიკაციაში მე-13 ადგილზეა განთესილი. ლაივ რეიტინგში კი 119-ე პოზიციაზეა. ანმა პირველ ტურში თანამემამულე კაროლინ დოლეჰაიდი დაამარცხა.
ცნობისთვის, უიმბლდონის ძირითად ბადეში მოსახვედრად ჩოგბურთელს საკვალიფიკაციო ეტაპის 3 მატჩის მოგება სჭირდება.
ეკატერინე გორგოძის გარდა წინასატურნირო ეტაპზე 23 წლის მარიამ ბოლქვაძეც ჩაერთვება. საწყის რაუნდში ის რუსეთის წარმომადგენელს, ვარვარა ფლინკს გაეჯიბრება.