პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. პროცესი 4-დან 18 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველ ეტაპზე რეგისტრაცია შეეძლება მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლის და-ძმაც სწავლობს კონკრეტულ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. რეგისტრაციის მეორე ეტაპი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე 4 მაისს დაიწყება.

სიახლეა სასწავლო წლის დაწყების თარიღთან დაკავშირებითაც. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი განისაზღვრა, ხოლო დასრულების კი_10 ივნისის შემდგომი პირველი პარასკევი. ცვლილება განათლების მინისტრის შესაბამის ბრძანებაში შევიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button