პლატინიმ ბლატერს გადაწყვეტილება მოუწონა

ევროპული ფეხბურთის მმართველო ორგანიზაციის პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ იოზეფ ბლატერს გადაწყვეტილება მოუწონა და განაცხადა, რომ შვეიცარიელს საპრეზიდენტო არჩევნებამდე წასვლა ურჩია.

“ეს იყო რთული, მამაცური და სწორი გადაწყვეტილება. ბლატერს არჩევნებამდე შევხვდი და ვთხოვე წასვლა, გადადგომა. მეგობრულად ველაპარაკე და მან მითხრა, რომ ამჟამად წასვლა გვიანი იყო. ევროპული ასოციაციების უმრავლესობამ არჩევნებში ხმა პრინც ალის მისცა. ხალხის მოთმინებას საზღვარი აქვს, მათ არ სურდათ იოზეფი კვლავ პრეზიდენტი ყოფილიყო.” – განაცხადა ფრანგმა.

ფიფა 1998 წლიდან შვეიცარიელი ხელმძღვანელობდა. 29 მაისს ბლატერი პრეზიდენტად მეხუთედ აირჩიეს. ოთხი დღის შემდეგ კი იოზეფმა პოსტი დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button