სვაროვსკის თვლებიანი “მერსედესის” ქართველი მფლობელი დააკავეს
მინსკში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნის“ მშენებელი, საქართველოს მკვიდრი, დატაცების ბრალდებით დააკავეს. იგი საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული.
გამოძიების მონაცემებით, „მან 4 მილიონი რუბლი მიოპარა, მაგრამ მიმალვას არც კი ცდილობს. პირიქით, ბელორუსიის დედაქალაქის ქუჩებში, პირდაპირი მნიშვნელობით, ბრწყინვალე ავტომობილით გადაადგილდებოდა. მისი „მერსედესი“ სვაროვსკის თვლებითაა მოჭედილი და ნაქურდალზე სამჯერ უფრო ძვირი ღირს“.
ინფორმაცია დაკავებულის შესახებ, ბელორუსიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. დაკავებული ქართველი, რუსეთის მოქალაქე, ერთ-ერთი სამშენებლო ორგანიზაციის დირექტორია, რომელიც ამურის ოლქში კოსმოდრომ „ვოსტოჩნის“ მშენებლობას ხელმძღვანელობს. წინასწარი ცნობებით, „მან, კოსმოდრომის მშებნებლობისთვის გამოყოფილი, 4 მილიონი რუბლი დაიტაცა“.
მის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა დაგაფლანგვის ფაქტზე“.
ბელორუსიის მილიციაში დაკავებულის გვარს არ ასაჯაროებენ. ბოროტმოქმედი, მინსკში, ნაცნობის ავტომანქანაში დააკავეს. ამჟამად, მისი რუსეთში ექსტრადიციის საკითხი წყდება.
“აღსანიშნავია, რომ ბოროტმოქმედმა დანაშაული აღიარა და დატაცებული თანხის დაბრუნებას აპირებს” – აცხადებენ ბელორუსიის შინაგან საქმეთა სამინისტროში.