Playboy-ის მოდელი მკვლელობის მცდელობისთვის ციხეში მოხვდა [Photo]

ბოსნია და ჰერცეგოვინის სასამართლომ Playboy-ის მოდელს – სლობოდანკა ტოშიჩს მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის 2,5 თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – იუწყება Fox News.

ტოშიჩს ბრალი იმაში დაედო, რომ მან ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტი, დერდე ზდრალე მახეში შეიტყუა, სადაც მამაკაცს თავდამსხმელები ელოდებოდნენ. სასამართლო ამტკიცებს, რომ თავდასხმა ბალკანეთის ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის, დარკო ელეზის მიერ იყო დაგეგმილი. როგორც ცნობილი გახდა, სლობოდანკა ტოშიჩი მისი საყვარელი იყო.

29 წლის მოდელი ხორვატიაში დააკავეს და ბოსნია და ჰერცეგოვინაში დააბრუნეს. დერდე ზდრალე გადარჩა და საყვარელი ქალის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

სლობოდანკა ტოშიჩი ცნობილია, როგორც ფოტომოდელი და რეალითი-შოუს მონაწილე. იგი აგრეთვე Playboy-ის სერბული გამოცემის ყდას ამშვენებდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”30636″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button