მნიშვნელოვანისიახლეები

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, თქმით EUMM მისიას ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.

მისივე თქმით, ამის ვიდეო მტკიცებულება არ აქვს, თუმცა მომხდარი თვითმხილველმა დაუდასტურა.
ქაცარავა იმედოვნებს, რომ ამ საკითხს ერგნეთში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე დღის წესრიგში დააყენებს.

“პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM ის სამონიტორინგო ჯგუფს, რუსებმა “ცეცხლი” ჰაერში შეაგებეს. წადითო. არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულება? სამწუხაროდ არა. საიდან ვიცი? ფაქტობრივად თვითმხილველმა მითხრა, ადგილობრივმა, რომელიც შორიახლოს გადაადგილდებოდა. იტყვის ამას საჯაროდ? რა თქმა უნდა არა, ეშინია როგორც რუსების შურისძიების, ასევე ადგილობრივი ზეწოლის.

გვჯერა? მე კი. დაუსვით კითხვები EUMM ის სამონიტორინგო ჯგუფის წევრებს, იმედია, არ მოიტყუებიან. თუ დამალავენ ამ ინფორმაციას და არაფერს იტყვიან საჯაროდ, მაშინ თავის რეპორტებში აუცილებლად ჩადებენ ამ ინფოს. რატომ მოიქცნენ ესე ორკები?

წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს აგრესიული, გარკვეული სახის მესიჯია. დაადასტურებს სუსი? არ მგონია. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ დღეს ამ შეხვედრაზე ამ საკითხს დააყენებს ჩვენი მხარე და რამე დისკომფორტს მაინც შეუქმნის ოკუპანტს. იმედს კი ვიტოვებ, მაგრამ…”- წერს ქაცარავა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 იანვარს, ერგნეთში ინციდენტებისა პრევენციისა და მათზე რეაგირების [IPRM] მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მხარეები ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ისაუბრებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button