პოლიტიკურ ამნისტიას გირაოს გადახდის შემდეგ მივიღებთ-ქადაგიშვილი
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკური ამნისტიის აქტი მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია გირაოს გადაიხდის. ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
“რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, ერთი ეხება პოლიტიკურ ამნისტიას და იქ შემოთავაზებული მექანიზმი იყო, რომ უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და ამის შემდეგ პარლამენტში დეპუტატები მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.
მეორე საკითხი ცესკოსთან დაკავშირებით – ცესკოს ფორმირებაც ახალი წესით მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ამ პროცესსაც დროში სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება გენერალური პროკურორის თემას, ეს აქტიური ხდება მას შემდეგ, რაც გენერალურ პროკურორს თავის უფლებამოსილების ვადა ამოეწურება”-აცხადებს ქადაგიშვილი
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს. უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ თუ პროკურატურას რეალურად სურს ნიკა მელიას გათავისუფლება ამისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლა ან გაუქმებაც საკმარისია.