მნიშვნელოვანირეგიონი

პოლიცია ლამბალოდან გატაცებულ გოგოს ვერ პოულობს

პოლიცია ამ დრომდე ვერ პოულობს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან ხუთი დღის წინ გატაცებულ 17 წლის გოგოს.

ქალთა უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ აქცია გამართეს.

ისინი სამართალდამცველების მხრიდან დროულ და შესაბამის რეაგირებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა მინისტრს პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე და კანონის შესაბამისად დაისაჯონ დამნაშავეები.

არასრულწლოვანი საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.

მსგავსი პოსტები

Back to top button