პოლიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

“არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ პოლიციამ ეფექტურად იმუშაოს, გადავდივართ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე”, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ რეგიონების პოლიციის უფროსებს შეხვდა და სამუშაო თათბირი ჩაატარა, სადაც არჩევნების დღეს პოლიციის სამოქმედო გეგმა და სხვა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები, შაბათს 21 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button