მნიშვნელოვანისიახლეები

პოლიცია სუს-ის შენობასთან აქციის მონაწილეებს აკავებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც “ნაციონალური მოძრაობისა” და მათი აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, ხმაურია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 7 პირი. მათ შორის არიან, ზვიად კუპრავა და ბადრი შუბლაძე. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს არ დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი.
პოლიცია ადგილიდან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის გაყვანასაც ცდილობდა, თუმცა ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელთან გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელის დავალებით ხდება მოქალაქეების უკანონო მიყურადება.

მსგავსი პოსტები

Back to top button