მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

პოლიციამ 35 წლამდე ასაკის მამაკაცი, დააკავა

კახეთში, პოლიციამ 35 წლამდე ასაკის მამაკაცი, ავტომობილის გატაცებისათვის დააკავა.
შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტში მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს კუთვნილი ავტომობილით მგზავრი პანკისის ხეობის მიმართულებით გადაჰყავდა.
გადაადგილების დროს, მგზავრმა, მძღოლს ავტომობილის დატოვება სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა.

მფლობელი იძულებული გახდა მანქანა დაეტოვებინა, რის შემდეგაც მან პოლიციას მიმართა.
მანქანის გამტაცებელი სამართალდამცავებმა დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178- ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button