პოლიციამ მოძრაობა ძალის გამოყენებით აღადგინა – დაკავებულია 3 პირი

საპროტესტო აქციაზე პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ გზა გახსნა და რამდენიმე პირი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. იუწყება ჰერეთის კორესპონდენტი სოფო სარალიძე.

ამ დროისთვის თელავი-თბილისის გზის გურჯაანის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია, თუმცა აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან და დაშლას არ აპირებენ.
მევენახეებთან ერთად იმყოფებიან პოლიტიკური პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლები.

მსგავსი პოსტები

Back to top button