“პოლიციელებმა უიარაღო ფერადკანიანი მამაკაცი შეცდომით მოჰკლეს”
“ამერიკის შტატ მერილენდის ქალაქ ბალტიმორში, სამმა პოლიციელმა ფერადკანიანი მამაკაცი ჩაცხრილა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 47 წლის სპენსერ ლი მაკეინი შეიარაღებული არ იყო.
მკვლელობა, ბალტიმორის ერთ-ერთ გარეუბანში – ოუინგ-მილსში მოხდა”, – გვაცნობებს The Baltimor Sun. სამართალდამცველები ოჯახური ძალადობის გამო გამოძახეს. პოლიციაში 10 წლის გოგონას ბებიამ დარეკა. ბავშვმა მას შეატყობინა, რომ დედ-მამა ჩხუბობდა. ოჯახმა, საიდანაც ზარი შემვიდა, 2012 წლის იანვრიდან, პოლიცია 12-ჯერ გამოიძახა.
25 ივნისს, ადგილზე მისული პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ მაკეინი შეიარაღებულია და სამმა ოფიცერმა ადგილზე ჩაცხრილა. საავდმყოფოში გადაყვანისთანავე, მამაკაცი გარდაიცვალა.
ინციდენტის ადგილზე 19 მასრაა ნაპოვნი. პოლიციელების მიერ გასროლილი ტყვიების რაოდენობა ამჟამად დგინდება.
სახლში 2 მცირაწლოვანი ბავშვი და ქალი იმყოფებოდნენ. უკანასკნელი, შემთხვევის დროს დაიჭრა. როგორც გაირკვა, მაკეინზე სასამართლოს დამცველი ბრძანება ვრცელდებოდა, რომლის თანახმად, მას თანამცხოვრებ ქალბატონთან და ბავშვებთან კონტაქტი აკრძალული ჰქონდა.
პოლიციელების გვარები არ ხმაურდება. გამოძიების დაწყებამდე, ისინი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს.