პროექტი “მანჰეტენი” ვერეს ხეობისთვის

“საერთაშორისო მშენებელთა ასოციაციამ” და საქართველოს ბიზნესპალატამ შეიმუშავეს პროექტი, რომელიც ვერეს ხეობაში ახალი ინფრტასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. საკითხთან დაკავშირებით სასტუმრო “თბილისი მარიოტში” დარგის ექსპერტების შეხვედრა მიმდინარეობს.

სპეციალისტების განცხადებით, დამბის აშენების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება.

“დამბა იქნება იმის გარანტი, რომ მსგავსი არასდროს განმეორდება თბილისში. პროექტი “მანჰეტენი” გულისხმობს სარეკრეაციო ზონის აღდგენას, პარკის გაშენებას თავისი სპორტული მოედნებით, სასტუმროებით, ბიზნესცენტრებით და კორპუსების განთავსებას”, – განაცხადა ჯგერენაიამ.

რაც შეეხება იმას, როდის წარუდგენენ პროექტს მთავრობას, როგორც მან აღნიშნა:

“მთავრობას სიგნალი მივეცით. რამდენიმე მინისტრს უკვე ველაპარაკეთ. უახლოეს დღეებში მათგან ველოდებით პასუხს. მერიასთან იდეის დონეზე უკვე გვქონდა პრეზენტაცია”, – აღნიშნა ჯგერენაიამ.

მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელებას დასჭირდება 1 400 000 000 და ამ თანხის მოძიებას დონორებისა და ინვესტორებისგან შეეცდებიან.

“მოლაპარაკებები გაიმართა ბიზნესმენებთან. ისინი გამოთქვამენ სერიოზულ მზადყოფნას, რომ ჩაიდოს დიდი ფული ამ პროექტში. ჩვენ უნდა შევცვალოთ შეხედულება. ვერეს ხეობის ადგილი არ არის უბედურება, ეს არის მომავლის ადგილი”, – დასძინა ემზარ ჯგერენაიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button