კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

პოლიციიდან ას მეტრში, მაღაზია გაქურდეს

ჩხოროწყუს ცენტრში, ორი სურსათის მაღაზია გაქურდეს.

რადიო თბილისის ინფორმაციით, მათგან, ერთი მარკეტი პოლიციიდან დაახლოებით 100, მეორე კი 200 მეტრში მდებარეობს.

მძარცველებმა მაღაზიის შუშები ჩაამტვრიეს. ორივე შემთხვევაში წაღებულია ნავაჭრი თანხა და საკვები პროდუქტები.

ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს.

ჩხოროწყუში, პოლიციის მიმდებარედ, ბოლო 10 დღის განმავლობაში. მაღაზიების გაქურდვის მე-7 შემთხვევაა.

წინა 4 შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციამ არასრულწლოვნები დააკავა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button