პოლონეთში დაკარგული ქართველის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/06/დიტო-ხელხელაური.jpg)
პოლონეთში დაკარგული დიტო ხელხელაურის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვარშავის პოლიციამ ახალგაზრდა კაცის თანამშრომელი დააკავა.
როგორც რადიო ჰერეთს ხელხელაურის მამიდამ, მარიკა გერგიშვილმა განუცხადა, ახალგაზრდას მასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
” პოლიციას თანამშრომელი დაუკავებია, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ოღონდ გაუშვეს ის ბიჭი, თუ ისევ დაჭერილია, არ ვიცით. სახლში მივარდნია ერთხელ და კარი უბრახუნებია.პოლიციას დიტოს პლანშეტი და ნივთები წაღებული აქვს. ასევე წაუღიათ ბალიში, დნმ- ის ანალიზისათვის. ვთხოვთ, საქართველოს მთავრობას, რომ გვიშუამდგომლოს პოლონეთთან, დრონების გამოყენებაზე და ტექნიკის დახმარებით ძებნაზე”-განაცხადა გერგიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მკვიდრს, 24 წლის დიტო ხელხელაურის, ვარშავის პოლიციამ და ახლობლები, უკვე ერთი კვირაა ეძებენ.
ახალგაზრდა კაცი ოთხი წელია პოლონეთში სამუშაოდ იმყოფება.